Saturday, June 4, 2016

გაკვეთილის გეგმა-გეოგრაფიაში

თემა: ,,ბუნების სტიქიური მოვლენები და კრიტიკული ეკოლოგიური რეგიონები"

მიზანი:
  • ბუნებრივ -კატასტროფული მოვლენების გაცნობა (წარმოქმნის მიზეზები, შედეგები, გავრცელება) 
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა ბუნებრივ კავშირებსა და ადამიანის საქმიანობას შორის;
  • გეოგრაფიული ინფორმაციის კლასიფიცირება   
     მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
           გეო.IX.4  მოსწავლე აანალიზებს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემის წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენურ წყაროებს
  • ჩამოთვლის საქართველოში მიწის,წყლის, ჰაერის ძირითადი დაბინძურების წყაროებს.აჯგუფებს მათ წარმოშობის მიხედვით და მსჯელობს დაბინძურების შესუსტების შესაძლო გზებზე ( სხვადასხვა ცხრილის/ სქემის სახით)
  • აღწერს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სტიქიური  მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს.
  • ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნებისდაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს.
გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1 (5 წთ)
დაფაზე ვწერთ სიტყვებს,,სტიქიური მოვლენები,, და მოსწავლეები ჩამოთვლიან მათთვის ნაცნობ სტიქიურ მოვლენებს.
ცუნამი

აქტივობა 2. ( 30წთ)
ჯგუფური მუშაობა 
სტიქიური მუშაობის შესახებ ტექსტისა და წყაროების გამოყენებით შეავსონ სქემა სტიქიური მოვლენა ( განმარტება)
გამომწვევი მიზეზები
გავრცელების არეალი
შედეგები
თავიდან აცილების შესაძლო გზები

აქტივობა 3  (10 წთ)
  მოსწავლეთა პასუხების მოსმენა და შეფასება.
  აქტივობების შეფასება                 

საშინაო დავალება:
  დაადგინონ :                                                                                                                           
 ა) მდებარეობს თუ არა საქართველოს ტერიტორია რომელიმე სეისმურ სარტყელში                                                                                                                                                        
 ბ) რომელ ქვეყნებში ხდება მიწისძვრები და იფრქვევა ვულკანები?                            
   გ) საქართველოს რომელი რეგიონებია მოქცეული ზვავსაშიშ, მეწყერსაშიშ და ღვარცოფსაშიშ მაღალირისკის ზონებში?
            შეფასება
  • ინფორმაციის მოძიების კლასიფიკაციის და ორგანიზების უნარი
  • ნამუშევრის წარდგენის უნარი
  • მსჯელობის და ანალიზის უნარი
  • დასკვნის გაკეთების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი

რესურსები: სახელმძღვანელო, რუკა. მსოფ. და საქართველოს კონტურული რუკა.კომპიუტერი, ფოტოები, სლაიდები

No comments:

Post a Comment