Sunday, June 26, 2016

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება:  ბუნებრივი მოვლენები და ეკოლოგიური პრობლემა ჩემს სოფელში
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გავუფრთხილდეთ ბუნებას, დავიცვათ ჩვენი სოფელი დაბინძურებისაგან.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია მათ სოფელში არსებული მდინარის ჩხოუშიას ეკოლოგიური პრობლემის შესახებ.
  4. პროექტის მიზნები: მივაჩვიოთ მოსწავლეები ბუნებასა  და გარესამყაროსსადმი ზრუნვას. გავაცნოთ მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები გარესამყაროს მიმართ.მივაჩვიოთ ბავშვები გეოგრაფიული ობიექტების (ამ შემთხვევაში მდ. ჩხოუშია) კვლევას.  მოიძიონ ინფორმაცია თუ საიდან იღებს სათავეს მდინარე ჩხოუშია, სად ჩაედინება. არსებობს თუ არა საფრთხე,  მისი დაბინძურებით დაზარალდეს ბუნება.
  5. მონაწილეთა ასაკი:  15 წელი
  6. ვადები/ ხანგრძლივობა:  2-3 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა, გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება. დასუფთავებული სკოლის ეზო, ქუჩები, გაშენებული ნარგავები. კედლის გაზეთი შიდა სასკოლო საკონფერენციო  თემები.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  წიგნი, ენციკლოპედია, ინტერნეტი. პროექტორი, ნერგები.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეების მიერს კოლის ეზოს და სკოლის გარშემო ნარგავების დარგვა, კედლის გაზეთის გამოშვება შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება  გარემოს დაცვის თემაზე. თემაში მოყვანილი იქნება მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია მათ სოფელში დამეწყრილი ადგილების შესახებ. მდინარე ჩხოუშიას ადიდების შედეგად მიყენებული ზარალი. ინტერვიუ მოსახლეობასთან. (შეიცვალა  თუ არა ჩხოუშიამ კალაპოტი, როდის და რამდენჯერ დიდდება იგი .ვის და როგორ აზარალებს მისი ადიდება)
  10. საგანთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) თინათინ მაჭარაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tinatinmacharachvili79@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tinatinmacharachvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment